​ჩვენი ბრენდები


სამსუნგი


სამსუნგი სამხრეთ კორეული ბრენდია, რომელიც დაარსდა ლი ბინგ-ჩულის მიერ 1938 წელს და თავდაპირველად წარმოადგენდა სავაჭრო კომპანიას. მომდევნო 30 წლის განმავლობაში კომპანიამ პროფილი გააფართოვა და მოცვა საკვების გადამამუშავებელი, ტექსტილი, დაზღვევა და საცალო ვაჭრობა. სამსუნგი ელექტრონიკის ინდუსტრიაში 1960 წელს შევიდა, ხოლო 70-იან წლებში სამშენებლო და გემთმშენებელი მრეწველობა მოიცვა. ახალი სფეროები მომდევნო ზრდის საწინდარი გახდა. 1987 წელს ლის გარდაცვალების შემდგომ კომპანია ოთხ ბიზნეს ჯგუფად გაიყო - Samsung Group, Shinsegae Group, CJ Group და Hansol Group. 1990 წლებიდან სამსუნგმა თავისი საქმიანობა უფრო მეტად გლობალური გახადა. ელექტრონიკა, განსაკუთრთრებით მობილური ტელეფონები კომპანიის შემოსავლის მთავარი წყაროა გახდა. სამსუნგის მთავარი ოფისი სამსუნგის ქალაქში, სამხრეთ კორეაში მდებარეობს. 70 წელზე მეტია სამსუნგი ემსახურება ელექტრო ინდუსტრიას.


პანასონიკი


 პანასონიკის ისტორია 90 წელიწადს ითვლის. 1918 წელს  იაპონელმა კონოსუკე მაცუშიტამ დააარსა ნათურის ბუდის მწარმოებელი მცირე ქარხანა. დღეს პანასონიკი წარმოადგენს უდიდეს მსოფლიო კონცერნს, რომელიც აერთიანებს 650 კომპანიას, ქარხანასა და სამეცნიერო კვლევით ცენტრს. პანასონიკის პერსონალის რაოდენობა 350 000-ს  ადამიანს აღემატება    კომპანია 15 000  დასახელების პროდუქტს აწარმოებს. მათ შორის მნიშვნელოვან სეგმენტებს საოჯახო, ვიდეო, აუდიო და ფოტო ტექნიკა წარმოადგენს. პანასონიკის პროდუქცია სხვადასხვა სავაჭრო ნიშნით გამოდის:Panasonic, Viera, Lumix …..
   კომპანია ორიენტირებულია ინოვაციებისა  და ახალი ტექნოლოგიების დანერგვაზე რომლებიც ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და ბუნებრივი რესურსების დაცვას უზრუნველყოფენ. ეკო პროდუქტებს ბრენდი ყველა სეგმენტში აწარმოებს (საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამედიცინო აპარატურა, ძრავები ელექტრომობილებისათვის).  განსაკუთრებულ აქცენტს პანასონიკის ინჟინრები ბრენდის მიერ წარმოებული ტექნიკის მაქსიმალურ ენერგო ეფექტურობაზე აკეთებენ . ახალი  სლოგანი
BETER LIVE BETER WORLD (უკეთესი ცხოვრება უკეთესი მსოფლიო) ხაზს უსვამს  მის უმთავრეს მისიას , უკეთესი გახადოს  სამყარო, ჩვენი ყოველდღიურობა, კი უფრო კომფორტული და უსაფრთხო.

 

საქართველოს ბაზარზე პანასონიკი 1998 წელს შემოვიდა და  მისი ექსკლუზიური წარმომადგენელი დღეს არის კომპანია „ სმაილი“.


ჰოთ პოინტ არისტონი


ჰოთ პოინტ არისტონის კომპანია (ცნობილი, როგორც ჰოთპოინტი) ბრიტანული საოჯახო ტექნიკის ბრენდია, რომელიც ადრე GEC-ის ნაწილი იყო. ამჟამად ბრენდი მთლიანად იტალიურტი კომპანიის ინდეზიტის საკუთრებაშია. ჰოთ პოინტ 1911 წელს დაარსდა. კომპანიის სახელი ჰოთ პოინტ პირველი, რევოლუციური ელექტრო უთოებიდან მოდის, რომელიც 1905 წელს ამერიკელმა ერლ რიჩარდსონმა (1871–1934) შექმნა. 1912 წელს კომპანიამ დაიწყო ელექტრო უთოების წამრმოება, ხოლო 1919 წელს ელექტრო საცხობების ამერიკაში. ერლს რიჩარდსონმა ასევე გამოიგონა პირველი უთო, რომელიც ავტომატურად ირთვებოდა მაქსიმალურ ტემპერატურაზე. 1920 წელს კომპანია დიდ ბრიტანეთში გადავიდა. არისტონი ცნობილია მაცივრებით და სარეცხი მანქანებით. კომპანია პოპულარულია მთლიანად თეთრი პროფდუქტით, აქედან გამომდინარე გარკვეულ პროდუქციას თეთრი პროდუქტი ქვია.


ინდეზიტი


ინდეზიტი იტალიური საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ფაბრიანოში, იტალიაში მდებარეობას. კომპანია 1975 წელს დაარსდა ვიტორიო მერლონის მიერ. 1980 წელს მერლონის ჰაუზჰოლდი ინდუსტრიაში პირველი საოჯახო ტექნიკის მწარმოებელი გახდა. 1881 წლიდან კომპანია კრიზისში იყო, რომელიც 1884 წელს დასრულდა, როდესაც ვიტორიო მერლონმა დაასრულა Confindustria-ის პრეზიდენტობა და ინდეზიტს დაუბრუნდა. კომპანიის მოგება და შემოსავლები გაიზარდა. 1988 წელს მერლონმა არისტონისა და ინდეზიტის ბრენდების ფარგლებში 1.059 ბილიონი დოლარის ბრუნვა აჩვენა და ევროპის საოჯახო ტექნიკის მწარმოებლებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. მომდევნო წლებში კომპანიამ ფრანგული ბრენდი Scholtès შეისყიდა. დღეისათვის ინდეზიტი 6 კომპანიას აერთიანებს: Indesit, Hotpoint-Ariston, Scholtès, Stinol, Elco დაTermogamma. ინდეზიტმა 2012 წელს 2.9 ბილიონის გაყიდვებს მიაღწია.