საგარანტიო სერვისი

ზოგადი პირობები:

1.“Smiley”-ს მაღაზიათა ქსელში ნაყიდ საქონელს მოყვება წინამდებარე საგარანტიო ბარათი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია, მხოლოდ მყიდველისა და გამყიდველის მიერ ორმხრივად ხელმოწერის შემთხვევაში;

 

2.საგარანტიო მომსახურების მისაღებად, მყიდველი ვალდებულია თავად წარადგინოს ნაყიდი საქონელი იმ სერვის-ცენტრში, რომელი სერვის-ცენტრიც ემსახურება იმ კონკრეტულ ბრენდს, რომელი ბრენდის საქონლის მფლობელიც არის მყიდველი (ავტორიზებული სერვის-ცენტრების ჩამონათვალი, ბრენდების მიხედვით მოცემულია წინამდებარე საგარანტიო მომსახურების ბარათში);

 

3.იმ შემთხვევაში, თუკი ნაყიდ საქონელს, ყიდვიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში აღმოაჩნდება ქარხნული წუნი/დეფექტი, შესაბამისი სერვის ცენტრის დასკვნის საფუძველზე გამყიდველი იღებს ვალდებულებას შეცვალოს ახლით; 

 

* მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობა არ მოქმედებს ჰიგიენური მოხმარების (წვერის საპარსი, ეპილატორი, ცხვირის ტრიმერი) საქონლის შეძენის შემთხვევაში;

* მე-3 პუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიღება მყიდველს შეუძლია, მხოლოდ შეძენილი საქონლის შესაფუთი ყუთის, საგარანტიო მომსახურების ბარათისა და ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში სალაროს ჩეკის გამყიდველისათვის წარმოდგენის შემთხვევაში;

 

4.   იმ შემთხვევაში, თუკი ნაყიდ საქონელს, ყიდვიდან 3 კალენდარული დღის შემდეგ აღმოაჩნდება ქარხნული წუნი და საქონელი ექვემდებარე შეკეთებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი ავტორიზებული სერვის-ცენტრის დასკვნა, გამყიდველი იღებს ვალდებულებას, სერვის-ცენტრის მიერ დასკვნის გამოტანიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოს წუნდებული საქონლის შეკეთება და გადასცეს მყიდველს იმ სერვის-ცენტრში, რომელმა სერვის-ცენტრმაც განახორციელა შეკეთება;

* მე-4 პუნქტით განსაზღვრული პირობა არ მოქმედებს INDESIT-ისა და ARISTON-ის საქონელზე; INDESIT-ისა და ARISTON-ის ფირმის საქონლის შეკეთების ვადა განისაზღვრება შესაბამისი ავტორიზებული სერვის-ცენტრის დასკვნის გამოტანიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღით;  

* ავტორიზებული სერვის-ცენტრი დასკვნის გამოტანას წუნდებულ საქონელზე ახორციელებს მყიდველის მიერ საქონლის წარდგენიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში;

* შეკეთებული საქონლის ჩაბარებას გამყიდველი მყიდველისათვის ახორციელებს იმ სერვის-ცენტრში, რომელმა სერვის-ცენტრმაც განახორციელა საქონლის შეკეთება;

 

5.   იმ შემთხვევაში, თუკი ნაყიდ საქონელს, ყიდვიდან 3 კალენდარული დღის შემდეგ აღმოაჩნდება ქარხნული წუნი და საქონელი არ ექვემდებარე შეკეთებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი ავტორიზებული სერვის-ცენტრის დასკვნა, გამყიდველი იღებს ვალდებულებას სერვის-ცენტრის დასკვნის საფუძველზე შეუცვალოს მყიდველს წუნდებული საქონელი იდენტური საქონლით; 

 

6. იმ შემთხვევაში, თუკი ნაყიდ საქონელს, ყიდვიდან 3 კალენდარული დღის შემდეგ აღმოაჩნდება ქარხნული წუნი და საქონელი არ ექვემდებარე შეკეთებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი ავტორიზებული სერვის-ცენტრის დასკვნა, გამყიდველი იღებს ვალდებულებას სერვის-ცენტრის დასკვნის საფუძველზე შეუცვალოს მყიდველს წუნდებული საქონელი იმავე ან მეტი ღირებულების ალტერნატიული საქონლით ან მყიდველის სურვილის შესაბამისად უკან დაუბრუნოს საქონელში გადახდილი თანხა, იდენტური საქონლის “Smiley”-ს ქსელში არ არსებობის შემთხვევაში; 

 

* - მყიდველი დაზიანებული საქონლის ნაცვლად თუკი იღებს ალტერნატიულ საქონელს, რომლის ღირებულებაც მეტია ნაყიდი საქონლის ღირებულებაზე, მყიდველი ანაზღაურებს საქონლის ღირებულებებს შორის სხვაობას; 

-წუნდებული საქონლის სანაცვლოდ თანხის უკან დაბრუნების შემთხვევაში აუცილებელი პირობაა სალაროს ჩეკისა (ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში) და საგარანტიო მომსახურების ბარათის გამყიდველისათვის წარდგენა;

 

7. საგარანტიო პერიოდში ავტორიზებული სერვის-ცენტრის დასკვნის საფუძველზე წუნდებული/დეფექტური საქონლის შეკეთება შესაძლებელია მხოლოდ 3-ჯერ, მე-4 შემთხვევაზე შესყიდულ საქონელზე ვრცელდება წინამდებარე საგარანტიო მომსახურების ბარათის მე-5 და მე-6 პუნქტებით განსაზღვრული პირობები; 

 

8. საქონელი, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ჩართვას (მონტაჟს) უნდა დამონტაჟდეს გარანტიის გამცემი ორგანიზაციის წარმომადგენლის (ავტორიზებული სერვის-ცენტრი) მიერ;

 

  •  უფასო საგარანტიო მომსახურება არ სრულდება შემდეგ შემთხვევებში:

ელექტრო მოწყობილობის არასწორი ან არაკვალიფიციური დამონტაჟებისას, რომელიც

განხორციელებული არ არის ავტორიზებული ფირმის მემონტაჟეების მიერ;

  • ელექტრო საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე (სარეცხი მანქანა, კონდენციონერი, მაცივარი 

და სხვა) დაბალი ან მაღალი ძაბვისგან დენის ცვალებადობის გამო აპარატის   

მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში; 

  • მომხმარებელი ვალდებულია ელექტრომოწყობილობები ექსპლუატაციისას

უზრუნველყოს დამიწების სადენით, წინააღმდეგ შემთხვევაში საგარანტიო 

ორგანიზაცია იხსნის პასუხისმგებლობას რაიმე შემთხვევაზე;

  • საქონლის ექსპლუატაციის წესების დარღვევისას;
  • საგარანტიო მომსახურების ბარათის დაკარგვის, მფლობელის მიერ ბარათში

შესწორების შეტანის, ბარათზე ბეჭდის უქონლობის, სერიული ნომრის გადასწორების

ან ორმხრივად ხელმოწერის არ არსებობის შემთხვევაში;

  • წყლის გამაცხელებელ დეტალებზე ნადების გაჩენისას (წყლის სიხისტის

ზედმეტობისას აუცილებელია პერიოდულად სპეციალური პრეპარატების გამოყენება);

  • აპარატის მოძრავ ელემენტებში უცხო საგნების მოხვედრისას, ნათურების, ფილტრების, 

შუშის, მოძრავი პლასტმასის დეტალების მწყობრიდან გამოსვლისას. ასევე სხვა

შემთხვევებში (სტიქიური უბედურება, ხანძარი და სხვა);

  • თუ საქონელი დაზიანებულია პარაზიტი მწერებისა და მღრღნელებისაგან;
  • დისტანციური მართვის პულტების ნებისმიერი სახის დაზიანება;
  • დენის წყაროსთან ტექნიკის არასწორი მიერთებისას;

 

ავტორიზებული სერვის-ცენტრები: 

სერვის პლაზა  /  მის: თბილისი, ფხოვის 2 (ყოფ. კოლმეურნეობის მოედანი). ტელ: 2310111

მიმართეთ შემდეგი ბრენდის საქონლის შეძენისას:  Samsung;

 

ტექპოინტი  /  მის: თბილისი, ბელიაშვილის #8

Canon, Fujitsu, ViewSonic, Asus, Acer, Sven, APC, Toshiba, Prestigio, Alcatel, TP-link-ის  ნებისმიერი ტექნიკა; TCL-ის  ტელევიზორები; სათამაშო კონსოლები; კომპიუტერები; HTC, Sony, ViewSonic, Motorola, Huawei, Alcatel, Lenovo, Asus-ის მობილური ტელეფონები; Sony, Lenovo, HP-ის  ნოუთბუქი;

 

LG- სერვის-ცენტრი  /  მის: წერეთლის გამზირი 116 მიმართეთ LG- სმარტფონების შეძენისას

 

ვესტ სერვისი  /  მის: თბილისი, წერეთლის 69.  ტელ: 2357500, 2305111, 2180935

Panasonic, Samsung, Indesit, Hotpoint-Ariston, Sony;

 

ტექნო სერვისი  /  მის: . თბილისი, ვაჟა ფშაველას 30ტელ: 2312000

Samsung, Vitek, Maxwell, Apple, Indesit, Hotpoint-Ariston, Saturn, Honda, Philips,Kenwood,Braun.

 

ელიტ სერვისი  /  მის: ვაგზლის მოედანი 2. ტელ: 2200202

Cron, Gorenje, Toshiba, Hitachi, Siemens

 

სავაჭრო სახლი გოლეთიანი  /  რუსთაველის გამზ. #37 ტელ: 2933377  Lenovo, Nokia

 

Orient Logic  /  ბელიაშვილის #8    ტელ: 2254818    HP (გარდა პავილიონისა)

 

ლენოვო სერვისი  /  .ფშაველას #96    ტელ: 2945435   Lenovo ნოუთბუქები

 

ევო სერვისი  /  . ფშაველას #6   ტელ: 237546   HP ნოუთბუქები (გარდა პავილიონისა)

 

.. "ტელკო"  /  ყაზბეგი # 29    ტელ: 2192999    ქსელური მოწყობილობები

 

 

.. "კამარა სისტემს"  /  კეკელიძს #15   ტელ: 2222090   Intex-ის დინამიკები